საკრებულოებში შევდივართ იმისთვის, რომ ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის ყოველდღიურად ვიბრძოლოთ - სოფო ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შემდეგ კი დეპუტატები თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, საკრებულოებში ოპოზიციის მთავარი მიზანი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა იქნება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. სამწუხაროდ და საუბედუროდ, "ქართულ ოცნებას" არ ახსოვს ადამიანების გაჭირვება, პრობლემები და ჩვენი ყოველი დღე სწორედ ამაზე ბრძოლას დაეთმობა. ყოველი დღე იქნება ბრძოლა ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის საკრებულოში შევდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად იმისთვის, რომ ეს პრობლემები, ეს უიმედობა, უდიდესი გაჭირვება დავასრულოთ და დავასრულოთ ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ, არ ახსოვს თავისი მოქალაქეები", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს ქვეყნის მასშტაბით პირველად შეიკრიბება. პროცედურა ასეთია - სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.

ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს "ოცნების" უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი