"გაბათილება ჩემზე იყო", "ხმის ქურდებს სიცოცხლე" - ქუთაისში საკრებულოს სხდომა აქციის ფონზე დაიწყო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საკრებულო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ცესკოს დამკვირვებლების ფორმაში არინ გამოწყობილი, წინ კი აქვთ წარწერა - "მოსყიდული ან დაშინებული".

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ სამი მთავარი გზავნილი აქვთ - "გაბათილება ჩემზე იყო"; "ხმის ქურდებს სიცოცხლე"; "კარუსელი 41 ლარიდან". 

"ეს აქციები გაგრძელდება, იქნება ხვალაც, ზეგაც, ყოველ დღე, სანამ ეს არალეგიტიმური მერი და არალეგიტიმური "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები იქნებიან შენობაში", - თქვა აქციის ორგანიზატორმა. 

მან საკრებულოს შენობაში შესვლაც სცადა, რათა დეპუტატებისთვის სათქმელი პირადად ეთქვა, თუმცა ამის უფლება მას დაცვამ არ მისცა.

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ ყველა თანამდებობაზე, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე, საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან, 18 "ქართული ოცნებისაა", 17 კი ოპოზიციის წარმომადგენელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი