"თემიდას" მილიონერი მსახურები - მოსამართლეების ექსკლუზიური დასახლება

გამოქვეყნდა:

თბილისში, ფეშენებელურ ორსართულიან სახლში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარე ზაზა თავაძეს 875, 921 ლარი უკვე დახარჯული აქვს. ორი წლის წინ, თავაძეებმა მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 2018 წლიდან დღემდე სახლი ააშენეს და უკვე საცხოვრებლადაც იყენებენ. ახლა ეზოს მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, დეკლარაციის მიხედვით, სახლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და მისი ღირებულება სავარაუდოდ  კიდევ უფრო გაიზრდება.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას ათ დღეში მილიონერის სტატუსით ასრულებს. მისი ოჯახის უძრავი ქონებითა და ხელფასიდან მიღებული ანაზღაურებით. დეკლარაციის მიხედვით კიდევ ერთი, 134 კვადრატული, თბილისის პრესტიჟულ უბანში თავაძის მეუღლეს თეა ძოწენიძეს ეკუთვნის. 2019 წელს შეიძინეს და 150 ათასი დოლარი გადაიხადეს. საიდან დააგროვა ქონება და გახდა მილიონერი, მოსამართლე ზაზა თავაძე დღეს პასუხი არ გაუცია, მაგრამ იგივე შეკითხვაზე გასულ წელს ყველაფერი მეუღლის მდიდარ მამას დაუკავშირა.

კიდევ ერთი ფეშენებელური სახლის მფლობელია საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველი. დოკუმენტების მიხედვით, ის დიღომში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთს 100% -ს ფლობს.

ადგილზე მისულ "მთავარ არხს" დალი მეტრევლის სიძე დახვდა. ამტკიცებს, რომ სახლი მოსამართლეს არ ეკუთვნის და მეტრეველმა მიწის ნაკვეთი მინდობილობით უკვე დისშვილს გადაუფორმა. უფრო მეტის გარკვევა რომ მოვინდომეთ, რამდენს იხდის მოსამართლის ოჯახი ფეშენებელური სახლის აშენებისთვის, დავით ჯუღელი გაგვიბრაზდა.

მოსამართლეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, ლისის ტბის დასავლეთით სოფელ თხინვალას მიწებია. იქ მიწის ნაკვეთებს მოსამართლე ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები, გიორგი ებანოიძე, ალექსანდრე იაშვილი და თამარ ალანია ფლობენ. 1500 კვადრატულიუდან 33%ის მფლობელია მოსამართლე ნინო მამულაშვილის მეუღლე "ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

თხინვალაში სახლის კარკასი მოსამართლე გიორგი ებანოიძისაა. თუმცა მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია. სამაგიეროდ, მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს მის მეზობლად მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალერიან ბუგიანიშვილი. ბუგიანიშვილი "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმის მოსამართლეა. თხინავალში აქვს მიწის ნაკვეთიც 20 ივნისის  საქმის კიდევ ერთ მოსამართლე ალექსანდრე იაშვილს.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილისთვის მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეოება არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

სამსართულიან სახლს იშენებს მოსმართლე ლელა შკუბულიანიც. სოფელ შინდისში საძირკველი უკვე არსებობს. მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციები და მათი ფინანსური მდგომარეობა პრესა.ჯის დამფუძნებელმა შეისწავლა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი, რომელიც პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაშია დადანაშაულებული და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მოსამართლეა. თუმცა, "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ დეკლარაციაში არასწორი მონაცემები აქვს შეტანილი. საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ გავყვებით, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მშენებარე ცათამბჯენში, 26-ე სართულზე სამი ბინა აქვს შეძენილი, სწორედ იმ პერიოდიდან როდესაც ის მოსამართლე გახდა. ახლა ბინების ჩაბარებას  2021 წლის ნოემბერში ელოდება.

სწორედ ვალერიანე ფილიშვილია ის მოსამართლე, რომელმაც გასული წლის ნოემბრის აქციების დროს სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდამღვევებად ცნო და ციხეში გაუშვა.

იუსტიციის არამოსამართლე წევრებს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ გამდიდრებული მოსამართლეები ისედაც კონროლირებად სასამართლო სისტემას ნდობას სრულად უკარგავენ და რომ მთავარი სიმბოლო, თვალებახვეული თემიდა, აქ მხოლოდ უბრალო ძეგლად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი