მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. "ქართული ოცნება" თვითმმართველობაში 15 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ოპოზიცია კი 21-ით. ოპოზიციონერები ზეწოლისა და მოსყიდვის შემთხვევებზეც საუბრობენ, თუმცა ჯერჯერობით მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.
საკრებულოში თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას გეგმავს გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა ჯერჯერობით არ ასახელებენ ვის წარადგენენ თავმჯდომარის თანამდებობაზე.