
ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცებზე პასუხისგება - აცხადებს თბილისის მერი კალაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მისი თქმით, "ყველაფერი ცუდი და ავადსახსენებელი 2012 წლამდე" ხდებოდა:
"ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად. მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორზე, რომელიც ყოველდღიურად ხდებოდა - ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო? ამას ხომ ვერავინ ვერ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს უფრო საინტერესოა. ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება, - ამბობს კალაძე.
წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ - ასე დაემუქრა მერი კალაძის თანაპარტიელი და პრემიერი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს.