"ეს არ იყო გარდაცვალება, ეს იყო ჩემი ძმის სიცოცხლის მოსპობა"- ხმაურიანი პირველი სხდომა ბათუმის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ახალი მოწვევის საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე განცხადებების გაკეთება სურდათ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რისი საშუალებაც მათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ კი ოპოზიციამ სხდომა დატოვა.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე მივიდა. სხდომას წესით სწორედ ნუგზარ ფუტკარაძე უნდა წაძღოლოდა, როგორც ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცესი წევრი.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი