18 მომხრე, 14 წინააღმდეგი - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ "ოცნების" წევრი აირჩიეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი შენგელია აირჩიეს. მას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14 კი წინააღმდეგი იყო.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები და თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბების, მოსყიდვისა და დაშინების ფონზე ჩატარდა. 

მათ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და თქვეს, რომ ისინი ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

"შედეგები, რომელიც გამოცხადებული იყო, არ ასახავს ქუთაისელი ამომრჩევლების ნებას. ეს არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, ათასი უბედურების ფონზე, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. ჩვენ ამ საკრებულოს სხდომიდან მივესალმეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც დღეს იმყოფება პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობაში. მივესალმეთ იმ ქალაქიდან, რომელიც მან საპარლამენტო დედაქალაქად აქცია და სადაც უამრავი პროექტი დაიწყო", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.

ხმაური იყო საკრებულოს შენობასთანაც, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ამბობდნენ, რომ ცესკომ მმართველი გუნდის დავალებით შედეგები გააყალბა. სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა მას პოლიციამ უფლება არ მისცა. ამის შემდეგ კუხიანიძე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საკრებულოს სხდომა ქუთაისში ამ წუთებშიც გრძელდება. დღის წესრიგით თანახმად, დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეები და ასევე, კომისიის ხელმძღვანელებიც უნდა აირჩიონ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი