მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალის შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ, თუმცა როდის, ეს უცნობია. იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაიყვანენ.
დღეს მინისტრს არ მოეწონა სიტყვა "შუმოკი", რის გამოც ჟურნალისტს შენიშვნა მისცა. ბრეგაძისთვის ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა, უბრალო გადაძახილია:
"როცა ამბობთ ტერმინს ორგანიზებული, ეს უნდა დაამტკიცოთ, რასაც თქვენ ამბობთ, ამას უნდა მოყვეს შესაბამისი მტკიცებულებები. მრავალგზის გითხარით, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ თუკი რაიმე შეკითხვა გაქვთ მის გადაყვანასთან დაკავშირებით, იმ ე.წ. შუმოკთან დაკავშირებით, სხვათა შორის ამ რუსულ სიტყვას ახალგაზრდა ჟურნალისტი რატომ იყენებთ...
როცა თქვენ, ახალგაზრდა ჟურნალისტი საუბრობთ თანამედროვე საქართველოში, კარგი იქნება გამოიყენოთ ქართულ შესატყვისები....ჩემგან მსგავსი ტერმინი გაგიგიათ?...ამას ქართულად ჰქვია გადაძახილი, ისაუბრეთ ქართულად" ამბობს ბრეგაძე.
გლდანის ციხეში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომებზე საჯაროდ გააკეთა განცხადება.