დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან "მუზეუმს ანგრევენო" ისინი, ვინც ან მუზეუმს ანგრევდა, ან რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ყვირიან ისინი, რომ ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლა მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო, ასეთი სიტყვაც არის ქართულში, არ არის ეს სიძულვილის ენა. ის ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი, ვინც კლავდა - არის მკვლელი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ეხლა გალიიდან გველაპარაკება. ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას.
თქვა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე.