
ხმაური იყო ფოთში, სადაც საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომაზე ბანერი "თავისუფლება მიშას" და გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს. მათ წუთიერი დუმილით პატივის მიგებისკენ მოუწოდეს კოლეგებს, თუმცა მათ ეს მოწოდება არ გაიზიარეს და ფეხზე არ წამოდგნენ.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "გახარია - საქართველოსთვის" წევრებმა.