"არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა" - წულუკიანი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა მიზღოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა - ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა წულუკიანმა და რჩევას, რომ ოპონენტებთან მშვიდობიანად უნდა ეცხოვრათ, შეცდომა უწოდა. წულუკიანმა დაიმუქრა, რომ "მოვა დრო და ამ რჩევის ავტორებსაც გაიხსენებს". 

ვიცე-პრემიერმა ოპოზიციის ლანძღვისა და მუქარის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნიდან უმრავლესობის წევრები შეაქო "აფერუმ იმ გამძლეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ" - თქვა მან

"ჩვეულებრივი შეურაცხადია, თქვენ ხომ იხილეთ, მან [თაკო ჩარკვიანი] მოიხნა ნიღაბი, ეს ადამიანი უკონტროლოა, როგორ შეიძლება ის ხელისუფლებაში მოვიდეს? აი, ეს არის მეგობრებო, ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფერს მე გავიხსენებ. ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის, რომ დაგვენდო, ეს იყო შეცდომა.

მისაყვედურეთ რამდენიც გინდათ ამ გულახდილობისთვის, ეს იყო შეცდომა. იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას დავაკარგინეთ ბევრი დრო, ჩვენ დავხარჯეთ ჯანმრთელობა ამაზე, დავხარჯეთ ნერვები და დრო.

არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა მიზღოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. აი ეს არის ის, რისთვისაც ბრძოლა გრძელდება და გრძელდება ეს ბრძოლა სირთულეებით, და მართლაც, ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, აფერუმ იმ გამძლეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ",- თქვა თეა წულუკიანმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი