თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა და ოპოზიციის დემარში - "ოცნება" თანამდებობებზე თავის წევრებს ამტკიცებს 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დემარშის მიზეზი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაა, რომლის სიკვდილშიც მმართველ პარტიას ადანაშაულებენ და დღევანდელ სხდომაც სწორედ ამის გამო დატოვეს. ნაციონალურ მოძრაობის ცამეტივე დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დემარშის მიუხედავად, საკრებულოში ოპოზიციიდან ყველაზე მეტი მანდატის მქონდე პარტია ბოიკოტს არ აცხადებს და მომდევნო სხდომებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს, იმისთვის, რომ მმართველ პარტიას კორუფციულ სქემებში ხელი შეუშალონ.

ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებმა. გახარიას თანაგუნდელებმა სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც მმართველმა პარტიამ საკრებულოს საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 27 ხმით გიორგი ტყემალაძე, უკვე მეორედ გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი