
"ქართული ოცნების" პიარი 2013-2020 წლებში 140 მილიონნახევარი ლარი დაჯდა. ირკვევა, რომ ხელისუფლებას ხალხის ფული არცერთი უწყებისთვის არ დანანებია. წლების განმავლობაში არითმეტიკული სიზუსტით იზრდებოდა თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ანაზღაურებაც. მონაცემები საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ამ ორი კომპონენტის მიხედვით მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიდერობს.
დედაქალაქის მერია ტოპ სამეულში შემთხვევით არ მოხვედრილა. მუდამ საკუთარ პიარზე მზრუნველმა კახა კალაძემ მეტი პოპულარობისთვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო შექმნა და 2020 წლის მონაცემებით 56 ადამიანი დაასაქმა, რომელთა ანაზღაურებაც ამავე პერიოდის მონაცემებით მილიონ ნახევარს აჭარბებს. ფოტოგრაფები, ოპერატორები, დრონი, სელფის ჯოხის დამტარებელი - ეს აუცილებელი პირობაა თბილისის მერისთვის, რომელიც დღეს ამტკიცებს, რომ ამ სამსახურისთვის სპეციალური ბიუჯეტი არ შექმნილა.
თანამშრომელთა რაოდენობით, თბილისის მერიასთან ერთად ლიდერთა სამეულში მოხვდა პარლამენტი, რომელსაც 43-კაციანი პიარ-არმია ყავს. მათი ანაზღაურებაც მხოლოდ 2020 წელს მილიონ ნახევარს აჭარბებს. მესამე ადგილზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროა 39 თანამშრომლით. რომელმაც გასულ წელს დასაქმებულებს ჯამში მილიონ ლარამდე გადაუხადა.
"ქართული ოცნების" ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე პოლიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ერთი მხრივ მესამე პრეზიდენტს, წარმომადგენლობით ხარჯებს უთვლის, მეორე მხრივ კი თავის ხარჯვით ნაწილს საერთოდ არ აკონტროლებს და საჯარო ინფორმაციას მალავს.
გამჭვირვალობამ კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია ჯამში 322 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა, მათგან 35-მა კი მონაცემები არასრულად, ან საერთოდ არ მიაწოდა, რის გამოც ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ვითარება გაცილებით მძმეა მთავრობის გახარჯული მილიონები კი უფრო მეტი.
იხილეთ ასევე: