"არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში" | მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

ამბობს, რომ დაცვის მხარემ და ზოგადად, საზოგადოებამ არაადამიანური მოპყრობისა და წამების დამადასტურებელი ვიდეომასალა თავად მთავრობის მხრიდან გავრცელებულ, მათ შორის დამონტაჟებულ კადრებშიც იხილა:

...წარმოგიდგენიათ იქ რა ნაწილებიც ამოჭრეს, რა შეიძლება ყოფილიყო, აი, ამ დამონტაჟებულ კადრებშიც კი უტყუარად დასტურდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა და ბუნებრივია, ამის შემდეგ რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და ეს პროცესი გაგრძელდება მკურნალობის და არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება, იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი სრული რეაბილიტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ არ ეძლევა მას თავისუფლებაზე მკურნალობის შესაძლებლობა, - თქვა დიტო საძაგლიშვილმა

მან ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუზეც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ თუ 57 ლარი ჰილარი კლინტონისთვის არის გადახდილი, ჩეკი უნდა წარმოადგინონ.

"რედბული" რომ ჰილარი კლინტონმა დალია, ამის მტკიცებულებას ითხოვდა პროკურორი, სასაცილოა უბრალოდ, იმდენად სამარცხვინო და აბსურდული ბრალდება აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს, იმ პირობებში როდესაც "საერთაშორისო გამჭირვალობის" დასკვნის მიხედვით, 148 მილიონი ლარი აქვს დახარჯული სახელისუფლებო დაწესებულებებს პიარზე, ანუ საკუთარი მოსახლეობისთვის თვალის ახვევასა და მოტყუებაში 148 მლნ ლარი აქვს გადახდილი და მიხეილ სააკაშვილს ედავებიან ჰილარი კლინტონის გამასპინძლებას პიაცაზე...,- ამბობს საძაგლიშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის იმ განცხადებასაც ეხმაურება, 
რომლის მიხედვითაც, მას სჭირდება მტკიცებულებები, რომ  ე.წ. შუმოკი იყო ორგანიზებული.

რანაირად შეიძლება ადვოკატმა წარმოადგინოს მტკიცებულებები, ციხეში რომ თვითონ დააორგანიზეს ე.წ. შუმოკი, გარდა იმისა, რომ ლოგიკურად სხვანაირად შეუძლებელია ხდებოდეს "შუმოკის" მოწყობა. პატიმრებს ინფორმაცია არ უნდა ჰქონოდათ საერთოდ. და ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როგორც კი რეანომობილი შევიდა, ეგრევე დაიწყო ეს შუმოკი, ანუ წინასწარ ვიღაცამ გააფრთხილა ეს ადამიანები. და კონკრეტულ მტკიცებულბებს თუ ითხოვს, როგორ დააორგანიზეს, იარსებებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სჭირდება გამოძიება და ამის ბერკეტი გააჩნია ხელისუფლებას და ცხადია, რომ თავისი თავის წინააღმდეგ გენინსპექცია ამ გამოძიებას არ  აწარმოებს,- აღნიშნა საძაგლიშვილმა

ადვოკატი "ქართული ოცნების" წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებასაც ეხმაურება: "ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, მდირაძემ როცა თქვა: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს უნდათ მისი გათავისუფლებაო, დიახ, ადვოკატებზეც ვრცელდება ეს...

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი