იტალიაში, ანტივაქსერი კაცი მწვანე პასპორტის აღებას სილიკონის მკლავში აცრით ცდილობდა

გამოქვეყნდა:

იტალიელი კაცი Covid 19-ის ვაქცინისგან თავის არიდებას ხელოვნური მკლავით ცდილობდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Theguardian ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ანტივაქსერმა ათასობით ევრო გადაიხადა სილიკონის პროთეზში, რათა ვაქცინა არ გაეკეთებინა და "მწვანე პასპორტი" თაღლითურად მოეპოვებინა. 

შემთხვევა ქალაქ ტურინთან 1 კვირის წინ მოხდა. მას შემდეგ, რაც იტალიაში ახალი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადეს, რომლის მიხედვითაც, 6 დეკემბრიდან არავაქცინირებულებს კინოთეატრებში, ღამის კლუბებში, სტადიონებზე, რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლა ეკრძალებათ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 50 წლის კაცის პროთეზი თავდაპირველად, ჯანდაცვის მუშაკმა ვერ შენიშნა, რადგან სილიკონი კანის მსგავსი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო ახლოს დაათვალიერა და მკლავზე შეეხო, ექიმმა კაცს სთხოვა, პერანგი გაეხადა. მას შემდეგ, რაც ანტივაქსერის გეგმა ჩაიშალა, კაცი ცდილობდა, დაეყოლიებინა ჯანდაცვის მუშაკი დაეყოლებინა, რომ მის ტყუილზე თვალი დაეხუჭა. 

The Guardian-ის ცნობით, კაცს თაღლითობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. ანტივაქსერი შესაძლოა, თაღლითობის ბრალდებით გაასამართლონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი