არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომის ვეტერანს მიუვარდა, დაემუქრა და აგინა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდან", ემზარ კვიციანი, მეტრეველების საცხოვრებელში მივიდა და ამტკიცებდა, რომ ეს ფართი მას ეკუთვნოდა.
შენ არ იცი, მე ვინ ვარ? იცოდე, შემხვდი, თორემ დედას გიტირებ, მორჩა და გათავდა, - მიმართა კვიციანმა მეტრეველების ოჯახის ერთ-ერთ წევრს.
თუმცა, ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია. ემზარ კვიციანის მისვლის შემდეგ ოჯახმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა, მათ მისვლამდე კვიციანმა ტერიტორია დატოვა.
საცხოვრებელი სახლი ემზარ კვიციანს 2014 წელს ჩამოართვეს, 2016 წელს კი მეტრეველების ოჯახს გადასცეს.
ომარ მეტრეველის მეუღლე ნინო მეტრეველი ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
"მთავარი" ემზარ კვიციანს დაუკავშირდა, თუმცა, მან არხთან კომენტარი არ გააკეთა - "მთავარი" დასვიდანია" - დეპუტატი მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა.