აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი და კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ

გამოქვეყნდა:

ახალი სანქციები ბელარუსს - ცნობილი ხდება, რომ ქვეყანას სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერთიანებული ბრიტანეთი და კანადა უწესებენ.

სანქციები შეეხება ოფიციალურ პირებს და ორგანოებს, მათ მიერ „მიმდინარე თავდასხმების გამო დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო ნორმებზე და ბელარუსების სასტიკი რეპრესიების გამო ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია აშშ-ის სახდეპის განცხადებაში. 

შეერთებულმა შტატებმა სანქციები 32 ოფიციალურ პირს და ერთეულს დაადო. მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობას მხარს უჭერენ. სანქცირებულია ასევე ლუკაშენკოს შვილიც.

შეერთებულმა შტატებმა, ბელარუსის მთავრობისთვის შეზღუდვები საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებითაც დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი