შსს-მ საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდე ერთი პირი დააკავა.

უწყების განცხადების თანახმად, 1974 წელს დაბადებულ კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას პირველად ესწრებოდა თავად მესამე პრეზიდენტიც. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერ გამოუცხადეს. აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. კიდევ 3 სამართალდამცველებმა 1 დეკემბერს დააკავეს.

იხილეთ ასევე:

საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაკავებულ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი