
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. პროკურატურა ემზარ სიუკაევს, სტეფანე გიქოშვილსა და კიდევ ერთი პირს პოლიციელზე ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 2-დან-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"გაიმეტა ეს ადამიანები იმისთვის, რომ 27 იანვრამდე ციხეში იყვნენ. სამწუხაროდ, სახეზე გვქონდა აშკარა პოლიტიკური დაკვეთა", - თქვა ადვოკატმა.
საქმე ეხება 29 ნომემბერს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად ჩატარებულ აქციას, სადაც პოლიციელები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.