"თავისუფლება მიშას" - რეგიონებში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბები იწყებენ მუშაობას. ისინი მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიხსნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავენ.
მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბი დღეს იხსნება მარნეულში. შტაბის წევრები ამბობენ, რომ იქ მისვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, რომელიც ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტი ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმარია.
არსებული ინფორმაციით, ორშაბათს მსგავსი შტაბი დედაქალაქშიც გაიხსნება.
"ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ამ შტაბების გახსნა და ამ შტაბების მიზანს წარმოადგენს, რომ იმ ადამიანების კონსოლიდაციას შეუწყოს ხელი, ვის მთავარ მიზანსაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლება წარმოადგენს", - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე.