"მესმის, თაკო ჩარკვიანი არ გიყვარდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ სრულიად არანორმალურია წულუკიანის გამოსვლის შემდეგ ერთმანეთად ღირან ორივეო, ამბობდე.
ადამიანს მამის საფლავი შეუგინა. ქალს უთხრა, კომფორტულ ლეიბს გიყიდი და ქუშაში წამოკოტრიალდიო და მრავალი სხვა სიბილწე და უბედურება. და ამის შემდეგ თაკოს განხილვა და შეფასება ნორმალურია საერთოდ, ვინც არ უნდა გეგონოთ და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ?
თან ვინ ეუბნება და ვინ უგინებს მამას?! - ჯალათი მამის ჯალათი შვილი, რომელიც ახლა კულტურას ხელმძღვანელობს. ქალი, რომელიც კულტურასთან არ ჩაუვლია და ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი ცენზორია.
ჩემი სრული მხარდაჭერა თაკო ჩარკვიანს".
წერს Facebook-ზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ამავე თემაზე: