"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი" - "გირჩი - მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან

გამოქვეყნდა:

"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი"- "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია- პერფორმანსი გამართეს და ე.წ. "მწვანე პასპორტების" გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
 
აქციის მონაწილეები 1 დეკემბრიდან საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც "მწვანე პასპორტის" გარეშე მოქალაქეებს კონკრეტულ ობიექტებზე შესვლა ეკრძალებათ.

"დღევანდელი პერფორმანსი ეხება იმ ბოლო რეგულაციას, "მწვანე პასპორტებთან" მიმართებაში, როცა ადამიანები გვასწავლიან ცხოვრებას, გვაიძულებენ ვიმოქმედოთ ისე, როგორც თვითონ გონიათ სწორი.
აქ ჩვენ წარმოვადგინეთ, ამ ხალხს როდის რა ეგონათ სწორი და უამრავი ის არაადექვატური წარმოდგენა და აზრები ამ სამყაროს შესახებ ზოგადად, დავანახეთ ადამიანებს, რომ დღეს დავდივართ იმ ხალხის ჭკუაზე, რომლებიც ამბობენ ისეთ ფრაზებს, რაც აქ გვაქვს წარმოდგენილი", - თქვა "გირჩის" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი