
ინდონეზიაში ვულკანი "სემერუ" ამოიფრქვა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქტიური ვულკანი ბოლო თვეების განმავლობაში მეორედ ამოიფრქვა. ინდონეზიის კუნძულ იავას მცხოვრებლები კი ფერფლის უზარმაზარ მასას გაურბიან.
ოფიციალური პირების თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ და ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ამინდის მონიტორინგის უწყებამ ავიაკომპანიები გააფრთხილა "ფერფლის ღრუბლის" შესახებ, რომელიც 15 000 მეტრამდე გაიზრდება.
ვულკანი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე ამოიფრქვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრატერიდან 5 კმ-ის რადიუსში აკრძალული ზონა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სემერუ ინდონეზიაში მდებარე 130 აქტიური ვულკანების რიცხვში შედის.