3 წელი ნიკა რურუას გარდაცვალებიდან - ოჯახმა ეროვნულ მუზეუმს დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობი მონეტა საჩუქრად გადასცა

გამოქვეყნდა:

ნიკა რურუას გარდაცვალების დღეს მისმა ოჯახის წევრებმა ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობი მონეტა საჩუქრად გადასცეს.

"დღეს ასეთი სასწაული მოხდა, დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ერთადერთი გვეგონა, რომ იყო და არც ვიცოდით რომ მონეტა იყო, დღეს აღმოჩნდა მეორე დახურდავებული ერთეული, რომელიც შევიძინე და გადავცემ საქართველოს მუზეუმს. ეს დაემთხვა ნიკას გარდაცვალების დღეს, ეს ზეციური კავშირი იყო და ამ საჩუქარს, ნიკას სახელით, ნიკას შვილების სახელით და ოჯახის სახელით საქართველოს მუზეუმს გადავცემ",-თქვა გიორგი რურუამ.

ნიკა რურუას გარდაცვალებიდან დღეს სამი წელი გავიდა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი 2018 წლის 4 დეკემბერს 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიური ფიგურა იყო. ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებამდე კი იყო საქართველოს კულტურის მინისტრი. ნიკა რურუა რამდენიმე წიგნის ავტორია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი