ბელგიის ზოოპარკში 2 ბეჰემოთს კორონავირუსი დაუდასტურდა - იმანი და ჰერმიანი კარანტინში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბელგიაში, ანტვერპენის ზოოპარკში, ორ ბეჰემოთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი კარანტინში გადაიყვანეს.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცნობია საიდან დაინფიცირდნენ 14 წლის იმანი და 41 წლის ჰერმიანი. მათი თქმით, ცხოველები თავს კარგად გრძნობენ და მათ მხოლოდ სურდო აქვთ.

ანტვერპენის ზოოპარკში შეზღუდვები გამკაცრდა, მანამ სანამ სხვა ცხოველების ტესტის პასუხი ცნობილი არ იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი