ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა - დაშავდა 41 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულებს დამწვრობები აღენიშნებათ.

BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს. 

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დაზიანებულია გზები და ხიდები, ასევე სქელი კვამლის გამო შეფერხდა სამაშველო სამუშაოები.

ვულკანი ადგილობრივი დროით, 4 დეკემბერს 14:30-ზე ამოიფრქვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი