"შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი, წელს შარშანდელზე მეტია" - კალაძე საახალწლოდ გამოყოფილ მილიონებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე საახალწლო სოფლის მოწყობისთვის გამოყოფილ სამ ნახევარ მილიონ ლარზე  განმარტებებს აკეთებს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ დახარჯულ თანხებს ყველა საკუთარი თვალით 24 დეკემბრიდან იხილავს. მდიდარი მერი საახალწლოდ ისევ პომპეზური ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

"ქალაქი იყოს გალამაზებული, მორთული და შევქმნათ საახალწლო განწყობა. ბიუჯეტი წლების მიხედვით არის განსხვავებული, შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია და ა.შ. ...ვერ გაიგეთ რა გითხარით?",- ამბობს კახა კალაძე დასმული კითხვის პასუხად.

კალაძის მდიდრულ საახალწლო სამზადისს ოპოზიცია კრიტიკით პასუხობს და ამბობს რომ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის ხარჯების გაწევა წინასაახალწლო სამზადისისთვის არარაციონალურია. 

იხილეთ ასევე:

მილიონიანი ნაძვის ხისთვის მერია დამატებით 207 ათასს დახარჯავს - "ფლანგვის დეტექტორი" საახალწლო განათებებზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი