სანზონაში მოკლული მოზარდის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. 15 წლის დავით კრავეიშვილის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არაფერი იციან არც მეზობლებმა.
ლიახვის ქუჩაზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მკვლელობის მოტივი უცნობია მოკლული ბიჭის მეგობრებისთვისაც. ვერსიაზე, რომ დაპირისპირება მოზარდებს შორის გოგოს გამო მოხდა, ამბობენ, რომ მოკლულს შეყვარებული არ ჰყოლია. გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ, რომ კრავეიშვილს დაპირისპირება მისივე თანაუბნელებთან, სანზონელებთან მოსვლოდა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტში ნახალოვკელები მონაწილეობდნენ.
მომხდარზე პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა.