ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი გოგო გახდა. ამაზე ხმამაღლა ჯერჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები, რომ ჩხუბი, სწორედ არასრულწლოვანი გოგოს გამო დაიწყო, რასაც მოგვიანებით 15 წლის მოზარდის მკვლელობა მოჰყვა.
დანაშაული თბილისში, სანზონაში გასულ ღამეს მოხდა. შსს-მ 2 პირი დააკავა. ორივე არასრულწლოვანი.