პარტიები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე - დეგნანი

გამოქვეყნდა:

„პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეთანხმდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ბარიერი დაიწია. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. შემდგომ კიდევ გაგრძელდა მოლაპარაკებები, დისკუსია. პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“

აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი