15 წლის დავით კრაველიშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი გოგა გოგბერიძე საუბრობს.
ამბობს, რომ დაკავებული არასრულწოლვანი ბრალის ოფიციალურ წარდგენას ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. მის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის. გამოკითხვა მოხდა მისი, არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას. მასალებზე დავწერეთ განცხადება დაცვის მხარემ, თუმცა ამ დრომდე ჯერ არ გადმოგვცემია და სავარაუდოდ ალბათ ხვალ იქნება ბრალის წარდგენა. რაც ვისაუბრეთ მე და ჩემმა ბრალდებულმა ამ საუბრის შესახებ დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ჯერ საქმე გადმომეცემა და შემდეგ უკვე შემეძლება საუბარი ვრცლად დეტალებზე - ამბობს გოგბერიძე.
იხილეთ ასევე: