"შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციისა და კვალიფიკაციის დისკრედიტაცია" | იან კელი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ყოფლი ელჩი საქართველოში, იან კელი, კელი დეგნანთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა, რომ მსგავსი განცხადებები კელი დეგნანის მისამართით შეწყვიტოს:

"ირაკლი  კობახიძე, შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციისა და კვალიფიკაციის დისკრედიტაცია. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის წააგებთ",-წერს იან კელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საკონსტტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის კრიტიკას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ კელი დეგნანი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი არ არის. 

ირაკლი კობახიძის განცხადებას კელი დეგნანმაც უპასუხა: "პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში",-თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი