
დამოუკიდებელი კონსილიუმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ გაგრძელდება და საჭიროა რეაბილიტაცია, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი, სადაც მსგავსი პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არსებობს.
ცენტრი "ემპათია" ამზადებს დასკვნას სტრასბურგისა და სახალხო დამცველისთვის, სადაც დეტალური ანალიზი იქნება იმ ფსიქოტროპული მედიკამენტის დანიშნულებაზე, რამაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გააუარესა.
"იგი კვლავს საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას, განსაკუთრებით ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით და შემდგომში ნეორორეაბილიტაციას, მე არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება იმ პირობებში, რომელშიც ის იმყოფება და საერთოდ საქართველოში მოხერხდება თუ არა.
დასკვნა არის ძალიან დიდი და მოცულობითი, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, ასევე გადაეგზავნება სახალხო დამცველსაც, უკრაინის სახალხო დამცველსაც", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ექიმი ოთარ თოიძეც ამბობს, რომ ამ ენცეპალოფათიის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ვინაიდან ის კომპლექსურ მიდგომას და კარგად გამოცდილ გუნდს საჭიროებს.