"ბელადი ბიძინას დიდება" - "დროა" დღეს, 3 საათზე განათლების სამინისტროსთან აქციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

"არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება" - დღეიდან, 6 დეკემბრიდან "დროა" ისტორიის წიგნში შეტანილი ცვლილების გამო პროტესტს იწყებს. პროტესტი მეცხრე კლასისი ისტორიის სახელმძღვანელოში "ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დიდ ქველმოქმედად და მეცენატად შეტანაა.

დღეს 3 საათზე განათლების სამინისტროსთან პარტია აქციას გეგმავს. 

"ვითხოვთ დაუყოვნებლივ ამოიღონ 2020 წელს დამტკიცებული მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან!" - წერენ ორგანიზატორები.

ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო. "დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?" - შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.

ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია "ვარდების რევოლუციის" მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება და მასში თავს ყველა იპოვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი