
"მშვიდად ვერ ივლის, ვერ იცხოვრებს, მითუმეტეს ვერ იმუშავებს ზუგდიდში" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე. ამ წუთებში ზუგდიდში საკრებულოს სხდომის პარალელურად აქცია იწყება.
ოპოზიციის წევრებს მერიის შენობასთან თან ბანერები და ზუგდიდის მერის ფოტოები აქვთ მიტანილი.
"ზუგდიდში ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა არის საკრებულოში აუცილებლად დაეტყობა უარყოფითად ყველა ზუგდიდელს, იმიტომ, რომ საკრებულო არის პარალიზებლი, საკრებულოს პარალიზება კი ნიშნავს იმას, რომ მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას. ამაში მთავარი დამნაშავე არის ქართული ოცნება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კირიზისი შექმნილი მაშინ როცა ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და მიითვისა თვითონ“, - თქვა ანი წითლიძემ.

წითლიძე ამბობს, რომ წოწერიამ მირანდა მესხთან ერთად ზუგდიდელებს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის თავისუფლება წაართვა.