წამება, არასათანადო მოპყრობა და მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენება - "ემპათია" დასკვნას 3 დღეში გამოაქვეყნებს  

გამოქვეყნდა:

ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სკანდალური დასკვნისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ 3 დღეში იქნება. როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო დასკვნა სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება. ასევე წარედგინება საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველებს.

"ამ ეტაპზე გვაქვს მონაცემი, რაც იყო პირველ დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა 10 ნოემბერს და ეხებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობას, ასევე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო დოკუმენტაციით. ამჟამად მოგვეცა საშუალება, ადგილზე შეგვესწავლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად ამ დასკვნაში იქნება ასახული როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდები, მათ შორის, არაადეკვატური გამოყენება ანტიფსიქოზური პრეპარატის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ ის ზიანი, რაც მას მიადგა არასათანადო მოპყრობით საქართველოს ციხეებში. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საჭიროებს მულტიპროფილურ რეაბილიტაციას  და მკურნალობას. არ არის გამორიცხული, საქართველოში ეს შეუძლებელი იყოს, განსაკუთრებით, ციხეთა სისტემაში უსაფრთხოების მდგომარეობის არარსებობიდან გამომდინარე",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, პირველად "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" გააკეთა. მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში

"ემპათიას" პასუხობენ გორის ჰოსპიტალში განცხადება მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი