
ზუგდიდში, საკრებულოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. შენობასთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
ხელისუფლების ოპონენტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ გზით გახდა მერი მამუკა წოწერია - "წოწერია მშვიდად ვერ იცხოვრებს, ვერ იმუშავებს, ვერ ივლის" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
