"ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს და ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება:
აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას მორიგ შეთითხნილ საქმეზე.
სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც.
ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.