აქცია შუშის სასახლესთან - "შეცვალეს" წევრები ივანიშვილს რვა მარტის შეთანხმებას ახსენებენ

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "შეცვალეს" აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან. აქციის მონაწილეები "ოცნების" ლიდერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებულ პირობებს ახსენებნ, მათ შორის პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას.

ოლიგარქის სახლთან მოძრაობის წვრები პლაკატებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ, გამოფინეს რვა მარტის შეთანხმების დოკუმენტაცია და  საქართველოს პარტნიორების მიერ გამოგზავნილი მკაცრი გზავნილები

სამი სიტყვა დასჭირდა საერთაშორისო პარტნიორებს ივანიშვილის რვაწლიანი მმართველობის შესაფასებლად და ეს სამი სიტყვაა- საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები. შესაბამისად არის მინიშნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდრეკილია პუტინის რეჟიმისეული მმართველობისკენ" ამბობს "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა.

შუშის სასახლესთან საპატრულო პოლიციია მობილიზებული. ადგილზე მცირე შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს უთხრეს, რომ კერძო საკუთრებასთან პლაკატების გაშლის უფლება არ აქვთ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი