ამერიკელი დიპლომატები 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ

გამოქვეყნდა:

ამერიკელი დიპლომატები 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ოლიმპიადაზე აშშ ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის.

მიუხედავად ამისა, ოლიმპიადაზე გამოვლენ სპორტსმენები. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

დიპლომატების ბოიკოტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა, ინფორმაციას ჩინეთმა უპასუხა და თქვა, რომ ბოიკოტს საპასუხო ქმედებები მოჰყვებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი