
თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას დღეს წარუდგენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შემადგენლობა მთავრობის უცვლელი იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მერი კვლავ გააგრძელებს კორუფციულ მმართველობას და არა თბილისელების პრობლემებზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
"კახი კალაძე აპირებს, თბილისელებს წარმოუდგინოს დღეს არსებული თბილისის მთავრობა პრაქტიკულად უცვლელად. ეს პირდაპირ არის განაცხადი, რომ ზუსტად ისევე აპირებს კორუფციული მმართველობის გაგრძელებას ქალაქში და აპირებს, ხალხის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, კვლავ გააგრძელოს გაჭირვებული, გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთება", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
თბილისის საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.