
დასჯიან თუ არა 5 ივლისს მოძალადეებს, რომლებმაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე იძალადეს - "ქართულ ოცნებაში" ტრადიციულად ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყებები მოძალადეების დასასჯელად ყველაფერს აკეთებენ.
"პოლიტიკური არსებობს, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს სურვილი, რომ უცებ საქართველო გარდაიქმნას ძალიან ეფექტური მართლმსაჯულების ქვეყანად, სადაც ძალიან ცოტა დრო სჭირდება გამოძიებას და საბოლოო შედეგის დადგომას...", - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა.
ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ "მთავარ არხის" დაჯარიმებასაც გამოეხმაურა:
"ობიექტური რომ იყოთ არ ჯობია? ობიექტურობა არის დაბალანსებული და კრიტიკულობა არის ერთ მხარეს გადახრა. მე გამიჭირდება, რომ სამართლებრივი შეფასება მივცე მარეგულირებლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი ვიცი და გარკვეულწილად შეიძლება ვეთანხმებოდე, მე არ ვარ კომპეტენტური, რომ მისი გადაწყვეტილება ან გავაკრიტიკო, ან დავეთანხმო, თუმცა თუ თქვენი ტელევიზია არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრების მექანიზმები",- ამბობს ნინო წილოსანი.