საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგი ჯანდაცვის სპიკერების გარეშე - ღიბრაძე ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის - უთანხმოების მიზეზი ამჯერად, სავარაუდოდ, მწვანე პასპორტებია. ეკატერინე ტიკარაძე გუშინ მთავრობის სხდომას საერთოდ არ დაესწრო, დღეს კი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ისე დატოვა, რომ არც მინისტრი და არც ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლები მედიასთან არ გამოჩენილან. 

ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ არ გააკეთეს მედიასთან კომენტარი ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლებმა, უცნობია. 

საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებთან ყოველგვარი დაპირისპირება უარყო.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე", - თქვა მან. 

ინფორმაციის გადამოწმება ჯანდაცვის გუნდთანაც ვცადეთ, თუმცა "მთავარი არხის" ზარებს არც ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, არც თამარ გაბუნიამ და არც ამირან გამყრელიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი