თელავის რაიონულ სასამართლოში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე, მსაჯულების შესარჩევი პროცესი გაიხსნა. სასამართლომ, 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.
სასამართლომ დაამტკიცა მკვლელობის საქმიდან ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალის ცალკე გამოყოფის საკითხი, რადგან ის, ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კატეგორიას არ ეკუთვნის. ჯანგირაშვილს, გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
განხილვის ამ ეტაპზე, ზვიადაური, 50 000-ლარიანი, ხოლო ჯანგირაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან განთავისუფლებულები არიან.
შეგახსენებთ, მკვლელობა წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურს ძმა, ზვიად ზვიადაურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.
იხილეთ ასევე: