შერჩევითი სამართალი ზვიადაურისთვის | პოლიტიკური გამოხმაურებები ოლიმპიური ჩემპიონის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

ზურაბ ზვიადაური თავისუფალია. თელავის რაიონული სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საუბარი არც მის ოჯახს სურს. 

ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლება მმართველ გუნდთან მის ახლობლობას უკავშირდება, მმართველ პარტიაში კი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლება პრობლემად არ მიაჩნიათ.

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. 5 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა კიდევ ერთი პირი, ჯაბა ჯანგირაშვილი, რომლის იარაღითაც გამოძიების ინფორმაციით, ზვიადაურმა მკვლელობა ჩაიდინა.

16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ გარჩევას ზვიადაურის ძმა ემსხვერპლა. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 2 პირი. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს აუცილებელი მოგერიება იყო .

კრიმინალური გარჩევის დროს ნიკა კენჭოშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი ზვიად ზვიადაურსა და ვასილ ცოცხალაშვილს ესროლა, ორივე ადგილზე დაიღუპა, ორმხრივი სროლის დროს კი ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილი მოკლა. ცოცხალაშვილს ოჯახს მომხდარზე მედიასთან საუბარი არ სურს.

ზვიადაურის საქმეზე არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს გაიმართება.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი