პირდაპირ ვიტყვი, დღეს ჩვენი ქალაქი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 4 წლის წინ იყო - კალაძე

გამოქვეყნდა:

"კეთდებოდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ქალაქი ყოფილიყო უფრო მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტი, ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საძირკველი იქნა ჩაყრილი. და პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენი ქალაქი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 4 წლის წინ იყო.

გაკეთებული საქმეებს მიუხედავად, კმაყოფილების საბაბი იქამდე ვერ გვექნება, და არ იფიქროს ვინმემ რომ ჩვენ ბედნიერები, თვითკმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, მანამდე ვერ ვიქნებით თვითკმაყოფილები სანამ თუნდაც ერთ ოჯახს უჭირს ჩვენ ქალაქში, სანამ ყველა უბანში მეტი სიცოცხლე არ შევა და სანამ თბილისი წამყვან ევროპულ ქალაქებს არ გაუტოლდება ყველა მიმართულებით". 

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ საკრებულოში სიტყვით გამოსვლის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი