"პრობლემურ ადგილებში ვაჭრობას რეაგირება მოჰყვება" | კალაძე გარემოვაჭრეებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით კანონი აღსრულდება და ისეთ ადგილებში გარევაჭრობას, რომელიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, ყოველთვის მოყვება რეაგირება.

გარემოვაჭრობასთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის საკრებულოში ისაუბრა.  

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარე ვაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები, სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები, რომლებიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს 7 დეკემბერს მერიის ზედამხვედველობის სამსახურმა დელისის მეტროს მიმდებარედ მყოფ გარემოვაჭრებს ტერიტორია დაატოვებინა.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოვაჭრეები ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი