#თავისუფლებამიშას | ეროვნული შერიგებისა და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიას მოქალაქეები ხვალიდან იწყებენ

გამოქვეყნდა:

ეროვნული შერიგების და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანია. ქვეყნის მოქალაქეები იწყებენ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მიზანი პოლიტიკური კრიზისის და პოლარიზაციის დასრულებაა.

სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კიდევ ერთხელ და ხმამაღლა აფიქსირებენ პოზიციას, რომ კრიზისის დაძლევის მთავარი გზა მესამე პრეზიდენტის მიმართ წამების, ძალადობისა და პოლიტიკური შურისძიების დასრულებაზე გადის.

ახალი სამოქალაქო პლატფორმა თავის პირველ შეკრებას ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ქვეყნის მოქმედ მეთაურს შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი