"ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ციხის საავადმყოფოს შორის აღარანაირი სხვაობა აღარაა" | ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს... იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომლის მიხედვითაც, დღეს მასთან გლდანის ციხის ორი წარმომადგენელი შევიდა, რომელთა შორისაც მის წამებაში მონაწილე პირი ამოიცნო.

გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის აბსოლუტურად იდენტური დაწესებულება გლდანის მე-18 დაწესებულებისა. არავითარი სხვაობა ამ წუთიდან ამ ორ დაწესებულებას შორის არ არსებობს. ეს ჰოსპიტალი არის ციხე, მორჩა...  ეს სააკაშვილისთვის არ არის საავადმყოფო. ეს სააკაშვილისთვის არ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი, განგრძობითი ფსიქოლოგიური წამება და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა პროვოკაციების მოწყობა და "მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გზით ამ ქვეყნის მკვლელობაა". 

..."ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა მოაწყოს პროვოკაციები. იყო ასე პირველ შემთხვევაში კვებასთან დაკავშირებით, იყო ასე მეორე შემთხვევაში გლდანში გადაყვანასთან დაკავშირებით და ხდება ახლა ზუსტად იგივე... "ქართული ოცნების" ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გზით ამ ქვეყნის მკვლელობა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, რაზეც ბევრჯერ ისაუბრა სააკაშვილმა და მეც ვეთანხმები ამაში, იმგვარი უმძიმესი დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაც დასრულდება თბილისის ცენტრში რუსული ტანკებით და რუსული დაჯგუფებებით, - ამბობს ნიკა გვარამია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლებამ "შეგნებულად და პროვოკაციულად დაამძიმა". 

ნიკა გვარამია ამბობს იმასაც, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განმარტება დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი