ძალიან განერვიულებული იყო, მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა ვერნიკეს დაავადება გააუარესოს - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტი ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს - მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა კონსილიუმთან შეხვედრაზეც. ექიმი ამბობს, რომ დღეს დილიდან ეცდება გორში ჩავდეს, რომ მისი მონახულება შეძლოს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ხომ ნახეთ 10-15 წუთი ვიყავი. ძალიან განერვიული იყო ამ ინციდენტის გამო. უარი თქვა ამ კონსილიუმის მიღებაზე და ყველა მკურნალობაზე. ყველა კონსილიუმზე ალტერნატიულის გარდა. 

[შეიძლება გამოიწვიოს] ვერნიკეს დაავადების გაუარესება პირველ რიგში", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სკანდალური დასკვნიდან რამდენიმე საათში შურისძიების მიზნით მასთან გლდანის 18-ე დაწესებულების ორი თანამშრომელი მივიდა, მათ შორის მესამე პრეზიდენტმა მის წამებაში მონაწილეც ამოიცნო და მიხეილ სააკაშვილს ახალი დისციპლინური სასჯელი დაუწესეს - სააკაშვილთან შეხვედრები შეიზღუდება და მესამე პრეზიდენტს ტელევიზორი ჩამომერთმევა. შესაბამისად მანამ, სანამ დამატებითი სანქციები არ მოიხსნება, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მკურნალობაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი